|
2022-06-23 00:02:31, 2495 ნახვა
პოლიტიკა
შინ ევროპისკენ! 24 ივნისს, 20:00 საათზე მორიგი აქცია გაიმართება
შინ ევროპისკენ! - 24 ივნისს, 20:00 საათზე, თბილისში, მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით, მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის ე.წ. "ივენთი" Facebook-ზე უკვე გამოჩნდა. "24 ივნისს, ევროპული საბჭო საქართველოს წევრობის კანდიდატობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებს. მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება გასაჯაროვდება, შევიკრიბებით საქართველოს პარლამენტთან და ხელისუფლებას მოთხოვნას წავუყენებთ. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ევროპულმა საბჭომ, საქართველოს წინაშე აუცილებლად იქნება წარდგენილი 6 თვის განმავლობაში შესასრულებელი ვალდებულებები.რა დაპირებაც არ უნდა გასცეს ხელისუფლებამ, ჩვენ არ გვჯერა, რომ სიტყვის ერთგული იქნება, რადგან წლებია, ერთგულებას მხოლოდ ოლიგარქს უმტკიცებს. მათ დაარღვიეს ქართველი ხალხისთვის მიცემული პირობა, როცა ჩააგდეს პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი და დაარღვიეს ევროპისთვის მიცემული პირობა, როცა საბოტაჟი მოუწყვეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მონაწილეობით მიღებულ შეთანხმებას. აქედან გამომდინარე, რეფორმების შესრულებაზე პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ ჩვენ, ქართველმა ხალხმა. ეს პროცესი 20 ივნისის უპრეცედენტო აქციით დაიწყო, რომელიც ისტორიული გამოდგა - გაიმიჯნა ბიძინა ივანიშვილისა და ქართველი ხალხის ნება, რომელიც მსოფლიომ ნათლად იხილა. ამის მიუხედავად, თვითკმაყოფილების საშუალება არ გვაქვს - საქართველოს ევროპული არჩევანი ქართველმა ხალხმა უნდა დაიცვას. სწორედ ამიტომ, 24 ივნისს, ჩვენ გამოვაცხადებთ მოთხოვნებს საქართველოს დეოლიგარქიზაციის მიზნით და გაგაცნობთ ჩვენს სამოქმედო გეგმას. გვიკავშირდებიან საქართველოს პატრიოტი რიგითი ადამიანები და ორგანიზაციები, რომლებიც სახალხო მოძრაობაში ჩართვის სურვილს გამოხატავენ. 24 ივნისს იხილავთ და გაიცნობთ ასეთი ადამიანების ფართო გაერთიანებას, რომელიც საქართველოს შინ, ევროპისკენ გაუძღვება. შინ ევროპისკენ!, - წერენ აქციის ორგანიზატორები.
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
ტრამპი აცხადებს, რომ თუ შეთანხმება სწრაფად იქნება მიღწეული, ის თავს შეიკავებს ირანზე დარტყმისგან
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)