|
2022-06-22 18:50:54, 1020 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე ტვ პირველის ჟურნალისტს - მიკროფონი ხელში რომ გიჭირავთ, არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს თავზე გადაუაროთ, ამის შესაძლებლობას არ მოგცემთ
კახა კალაძე ტვ პირველის ჟურნალისტს - მიკროფონი ხელში რომ გიჭირავთ, არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს თავზე გადაუაროთ, ამის შესაძლებლობას არ მოგცემთ იმიტომ მოვდივარ აქ და ვდგავარ 20 წუთი, თქვენ დასმულ შეკითხვებს ვპასუხობ, პატივს გცემთ ჟურნალისტებს და ჩემი ვალდებულებაა ეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ მიკროფონი გიჭირავთ, თავზე გადაუაროთ ირგვლივ მყოფ ადამიანებს, ამის შესაძლებლობას არ მოგცემთ - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტვ „პირველის“ ჟურნალისტს. მისი თქმით, ეს პროფესიული მოვალეობა არ არის, ეს არის უზრდელობა. „რა პრეტენზია გაქვთ, უზრდელები ხართ და უზრდელურად იქცევით. მიკროფონი რომ გიჭირავს ხელში, არ ნიშნავს იმას, რომ თავზე გადაუაროთ ყველას, ეს პროფესიული მოვალეობა არ არის, ეგ არის უზრდელობა. დავინახე და არ არის მისაღები ეს დამოკიდებულება, ბევრჯერ მითქვამს, რომ მიკროფონი ხელში რომ გიჭირავთ, არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს თავზე გადაუაროთ, როგორც იყო ეს ქალბატონ ეკასთან მიმართებაში. მე თქვენ პატივს გცემთ, იმიტომ მოვდივარ აქ და ვდგავარ 20 წუთი, თქვენ დასმულ შეკითხვებს ვპასუხობ, პატივს გცემთ ჟურნალისტებს და ჩემი ვალდებულებაა ეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ მიკროფონი გიჭირავთ, თავზე გადაუაროთ ირგვლივ მყოფ ადამიანებს, მაგის შესაძლებლობას არ მოგცემთ არასდროს და მოყვება ამას შესაბამისი პასუხი“ - განაცხადა კახა კალაძემ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)