|
2022-06-22 16:40:21, 981 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი ოპოზოციას - ყველა სამკურნალოა, სასწაულია
უვიზო რეჟიმის მიღების დროს ბატონი დავით ბაქრაძე, პირადად დადიოდა და ეხვეწებოდა, ემუდარებოდა ევროპელებს, რომ რამენაირად ჩვენი მთავრობის დროს, „ქართული ოცნების“ პირობებში, უვიზო რეჟიმი არ მიეცათ საქართველოსთვის, დაესაჯათ საქართველო და ქართველი ხალხი,- აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტსი პლენარულ სხდომაზე განაცხადა ღარიბაშვილის თქმით, თუ ამ პროცესში რაიმე ხელის შეშლა ყოფილა, ეს უკავშირდება მავნებლობას უკავშირდება. „ჩვენმა ხელისუფლებამ, ჩვენმა მთავრობამ, პარლამენტმა, ჩვენმა გუნდმა გააკეთა მაქსიმუმი, რათა ჩვენი ქვეყანა რეალურად დაგვეახლოვებინა ევროპასთან. მინდა, რამდენიმე ძირითადი მიღწევა გამოვყო, რომელიც ბატონი ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ დამსახურებაა. ესენია, ასოცირების შეთანხმების გაფორმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, და ახლა უკვე ისტორიული ჩანაწერი ევროპული პერსპექტივის და კანდიდატის სტატუსის სახით. შესაბამისად, თუ ამ პროცესში რაიმე ხელის შეშლა ყოფილა, ეს უკავშირდება ამათ მავნებლობას. დაწყებული უვიზო რეჟიმის მიღების დროს ბატონი დავით ბაქრაძე, კაცი, რომელიც პარლამენტის სპიკერი იყო და ამ სავარძელში იჯდა, პირადად დადიოდა და ეხვეწებოდა, ემუდარებოდა ევროპელებს, რომ რამენაირად ჩვენი მთავრობის დროს, „ქართული ოცნების“ პირობებში, უვიზო რეჟიმი არ მიეცათ საქართველოსთვის, დაესაჯათ საქართველო და ქართველი ხალხი. კანდელაკზე აღარ ვსაუბრობ, ყოველ უმსგავსობას ჩვენი ევროპელი მეგობრები მისგან იგებდნენ, ათას ბრალდებას, ცილისწამებას. ეს ხართ თქვენ. ეს არის მავნებლობა და ქვეყნის მტრობა“,- განაცხადა პრემიერმა. ამასთან, ღარიბაშვილის გამოსვლას ოპოზიციის მხრიდან ხმაური მოჰყვა, მათ მაგიდაზე ხელების ბრახუნით გამოხატეს პროტესტი, რაზეც პრემიერმა ღიმილით უპასუხა: „ყველა სამკურნალოა, სასწაულია“. შეგახსენებთ, რომ პარლამენტში საქართველოს მთავრობის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის სხდომა მიმდინარეობს.
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
ტრამპი აცხადებს, რომ თუ შეთანხმება სწრაფად იქნება მიღწეული, ის თავს შეიკავებს ირანზე დარტყმისგან
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)