08:58 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-17 11:51:50, 945 ნახვა

საზოგადოება
კუს ტბის მიმდებარედ მწვანე საფარი მოწესრიგდა და დასუფთავების მასშტაბური აქცია ჩატარდა

კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მწვანე საფარი მოწესრიგდა და დასუფთავების მასშტაბური აქცია ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაცის თბილისის მერია ავრცელებს. 

კუს ტბის მიმდებარედ არსებულ გამწვანებულ ფართობებზე მწვანე ნარგავების სხვლა-ფორმირებისა და ბალახის გათიბვის სამუშაოები შპს „ეკოსერვის ჯგუფმა“ ჩაატარა. აღნიშნული ტერიტორია კი „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა დაასუფთავეს.

დასუფთავების სამუშაოების შემდგომ „თბილსერვის ჯგუფის“ სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების ექსპლუატაციის სამსახურის თანამშრომლებმა კუს ტბის მიმდებარედ არსებული კიუვეტები გაწმინდეს.

სამუშაოების მიმდინარეობას „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, „ეკოსერვის ჯგუფის“ დირექტორი ვახტანგ ნოზაძე და ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე გაეცნენ. 

ღონისძიებაში „თბილსერვის ჯგუფისა“ და „ეკოსერვის ჯგუფის“ 150-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა. ადგილზე ასევე, მობილიზებული იყო, დაახლოებით, 20 ერთეული სპეციალური ტექნიკა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics