08:58 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-17 10:40:42, 832 ნახვა

საზოგადოება
ოთარ შამუგია გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელს საქართველოში კაორი იშიკავას შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელს საქართველოში კაორი იშიკავას შეხვდა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა სამინისტროსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას შორის ეფექტიანი თანამშრომლობის საკითხებს, რომლის ფარგლებშიც სოფლის განვითარების სააგენტომ ქალთა სასათბურე მეურნეობის საპილოტე პროგრამა შეიმუშავა.

მინისტრმა შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრა მოწყვლადი ჯგუფის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობასა და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ჩართულობის ხელშეწყობაზე. 

კაორი იშიკავამ აღნიშნა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გენდერთან დაკავშირებულ საკითხებზე თანამშრომლობის კარგი მაგალითია და  პროექტის ფარგლებში მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა ყურადღება. 

მნიშვნელოვანია, რომ პროექტის მეორე ფაზის (2021-2024 წწ) განხორციელება 2021 წლის აგვისტოში დაიწყო, რომლის მიზანსაც ქალების მხარდაჭერა, ინსტიტუციური განვითარება და კანონმდებლობის სრულყოფა წარმოადგენს.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია, რეგიონალურ პროექტს „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს. სოფლის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობაც აღნიშნული პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას, მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics