08:58 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-16 17:41:08, 1268 ნახვა

საზოგადოება
ოქროყანაში მასშტაბური საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

ოქროყანაში  მასშტაბური საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

მთაწმინდის რაიონის გამგეობა ოქროყანაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. 

ამ ეტაპზე, გზების სრული რეაბილიტაცია სატყეოს ქუჩაზე მიმდინარეობს. მასშტაბური სამუშაოების ფარგლებში, ამორტიზებული გზის საფარი 10 000 კვ.მ ფართობზე კაპიტალურად შეკეთდება, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 397 000  ლარი არის გამოყოფილი. 

სამუშაო პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და საკრებულოს მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ აბაშიძე ადგილზე გაეცნენ. 

„აღნიშნულ მისამართზე რთული მდგომარეობა იყო. აქ ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა, მხოლოდ გრუნტიანი გზა იყო, რაც პრობლემებს უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას. უახლოეს მომავალში მათ ეს დისკომფორტი აღარ ექნებათ და კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

პროექტის ფარგლებში, დაიგება ორფენიანი ასფალტი, მოწესრიგდება საკომუნიკაციო ჭები, მოეწყობა ბორდიური და ტროტუარები. ასევე, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი.  საგზაო სამუშაოებს, მთაწმინდის გამგეობის დაკვეთით, შპს „პარმა” ასრულებს.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics