08:58 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-16 17:03:16, 1172 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი რომში, დემოგრაფიულ საკითხებზე გამართულ მინისტერიალში იღებს მონაწილეობას

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი იტალიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ზურაბ აზარაშვილი რომში, დემოგრაფიულ საკითხებზე გამართულ მინისტერიალში იღებს მონაწილეობას, რომლის მიზანიც ყველა ასაკის პირისთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფაა. 

მაღალი დონის შეხვედრა ევროპისთვის გაეროს ეკონომიკური კომისიის (UNECE)  და იტალიის მთავრობის ორგანიზებით იმართება. 

მინისტერიალზე ზურაბ აზარაშვილი სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ხანდაზმულთა უფლებების, ღირსების და დამოუკიდებლობის დაცვაში.

„საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია უზრუნველყოს ხანდაზმულთათვის ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისები. ასევე მათი აქტიური ჩართულობა სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში. მთავრობის ძალისხმევით დაინერგა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც მთლიანად ფარავს დაუზღვეველ მოსახლეობას, მათ შორის ხანდაზმულ პირებს. 

შრომისუნარიანობის წახალისებისთვის საქართველოს მთავრობამ სხვადასხვა პროგრამები განახორციელა. მათ შორის, საპენსიო ასაკის პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, კერძო სექტორში მომუშავე ადამიანებს აქვთ პენსიის მიღების შესაძლებლობა.  

ქვეყნის საპენსიო სისტემა სამი სახისაა: ხანდაზმულთა საპენსიო სისტემა, რომელიც ასრულებს სოციალური დახმარების როლს ხანდაზმულთათვის; დაგროვებითი საპენსიო სქემა, რომელიც დასაქმებულის, დამსაქმებლისა და სახელმწიფოს თანამონაწილეობას მოიცავს და კერძო საპენსიო სქემები“, - განახადა ზურაბ აზარაშვილმა.

მინისტრმა მიზნობრივ სოციალური დახმარების პროგრამებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მოწყვლადი ჯგუფების მხარდასაჭერად სოციალური დახმარების  სხვადასხვა  პროგრამას ახორციელებს. 

იტალიაში, ზურაბა აზარაშვილთან ერთად,  ოფიციალური ვიზიტით იმყოფება სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ქეთევან გოგინაშვილი და პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზაალ მიქელაძე.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics