|
2022-06-15 13:12:58, 1116 ნახვა
პოლიტიკა
ლომჯარია 16 ივნისის აქციაზე - შეიძლება წავიდე, ახლა საზოგადოების დაყოფის დრო არ არის
იყო საკითხები რაშიც ვეთანხმები პრეზიდენტს, მან ძალიან სამართლიანად გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება განუხორციელებელი რეფორმების და შეუსრულებელი ვალდებულებების გამო, შეიძლება წავიდე 16 ივნისის აქციაზე - ასე აფასებს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პრეზიდენტ ზურაბიშვილის გუშინდელ გამოსვლას. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს შეეძლო გამოეყენებინა შეწყალების უფლება ნიკა გვარამიასთან მიმართებაში, თუმცა პრეზიდენტმა „არც ახსენა, რომ ეს საკითხიც იყო კრიტიკულ რეზოლუციაში განხილული.“ "ვარ მომხრე, რომ ვიყოთ ყველა აქციაზე, სადაც გაისმება ევროინტეგრაციის მოთხოვნა. შეიძლება წავიდე, ახლა საზოგადოების დაყოფის დრო არ არის. მოუწოდებ მოქალაქეებს, რომ ყველგან სადაც იქნება შეკრება ევროკავშირთან ინტეგრაციის მოთხოვნით, ჩვენ ალბათ ყველგან უნდა მივიდეთ და არ უნდა დავიღალოთ. მე მაქვს პრეზიდენტთან შეკითხვა- მისი მხრიდან რატომ არ იდგმება ნაბიჯები ევროკავშირის მოთხოვნების შესასრულებლად. რა თქმა უნდა მას ბევრის გაკეთება არ შეუძლია, თუმცა რისი მანდატიც აქვს, მასაც შეუძლია შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა",- აცხადებს ლომჯარია. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი 16 ივნისს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქციის გამართვის ინიციატივით გამოვიდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)