|
2022-06-15 12:03:28, 1362 ნახვა
მსოფლიო
არესტოვიჩი - ბატონო შოლც, თქვენ ხართ პასუხისმგებელი ჩვენს დაღუპულ ჯარისკაცებზე, სამოქალაქო პირებსა და ბავშვებზე
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი პასუხისმგებელია დაღუპულ უკრაინელებზე, რადგან ის უკრაინას არ აძლევს მძიმე იარაღს, რომელსაც დაჰპირდა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში განაცხადა. არესტოვიჩის თქმით, უკრაინას სჭირდება გერმანიიდან შორი მოქმედების არტილერია, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები, ტანკები, ჯავშანტრანსპორტიორები და დრონები. „ეს საკმარისი იქნებოდა უკრაინის არმიაში ორი ბრიგადასთვის. ახლა, თუ ჩვენ გვყავდა ორი ბრიგადა სადმე ფრონტის ხაზზე, შეგვეძლო დაგვეპყრო ხერსონი ან განვდევნოთ ისინი პოპასნადან და სევეროდონეცკიდან. დღეს ორი ბრიგადა დიდი ძალაა“,- განაცხადა არესტოვიჩმა. ამასთან კითხვაზე, თუ რას ეტყოდი შოლცს, თუ შეხვდებოდა მას, არესტოვიჩმა უპასუხა: „ბატონო შოლც, თქვენ ხართ პასუხისმგებელი ჩვენს დაღუპულ ჯარისკაცებზე და სამოქალაქო პირებზე, ბავშვები ყოველდღე იღუპებიან, ჩვენ ყოველდღე 100 ჯარისკაცს ვკარგავთ, რადგან თქვენ არ გვაძლევთ იარაღს, უკრაინის არმია ძლიერია, შეგვეძლო რუსების ქვეყნიდან გაყვანა, მაგრამ იარაღი გვჭირდება“. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ". რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
სვეტლანა ტიხანოვსკაია- ბელარუსებსა და ქართველებს ერთი და იგივე ხედვა აქვთ: იცხოვრონ როგორც თავისუფალმა, სუვერენულმა ევროპულმა ერებმა
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველო მისალოც წერილებს იღებს - განახლებადი
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)