|
2022-06-15 11:52:38, 857 ნახვა
საზოგადოება
ყაზბეგის გამზირზე კიდევ ერთი სკვერი განახლდა
საბურთალოს რაიონში, ყაზბეგის გამზირის N19 და N19ა-ს ეზოში სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერა ავრცელებს. მერიის ცნობით, განახლებული სკვერი საბურთალოს გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ, მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ ცინცაძესთან და საკრებულოს წევრ ლევან არველაძესთან ერთად დაათვალიერა. „ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 2 500 კვადრატული მეტრი ფართობი განახლდა. ტერიტორიაზე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, LED განათების ქსელი, ტრენაჟორები, საპარკე სკამები და ორი საბავშვო ზონა, სადაც სხვადასხვა სახის ატრაქციონები დამონტაჟდა. აგრეთვე, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები და სკვერი რკინის მოაჯირებით შემოიფარგლა. პროექტის ღირებულება 345 552 ლარია. სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა.“,- აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)