|
2022-06-15 11:26:46, 1551 ნახვა
ომი უკრაინაში
პენტაგონი - აშშ უკრაინაში MLRS-ის დარტყმებისთვის სადაზვერვო ინფორმაციას გადასცემს
შეერთებული შტატები გეგმავს უკრაინას გადასცეს სადაზვერვო ინფორმაცია მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების გამოყენებით დარტყმისთვის. ამის შესახებ რადიო თავისუფლება აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტზე დაყრდნობითბ წერს. პენტაგონის ცნობით, უკრაინელი სამხედროები HIMARS და MLRS სისტემების გამოყენების შესახებ სწავლებას ასრულებენ. "შეერთებულმა შტატებმა აღიარა, რომ მოსკოვს ახლა უფრო მეტი არტილერია აქვს ვიდრე კიევს. ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აპირებს უკრაინის არმიას მიაწოდოს ყველაფერი, რაც საჭიროა უკრაინაში სამიზნეების დასარტყმელად."- წერს უცხოური მედია. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, რომელიც მოიცავს HIMARS-ის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების გადაცემას.თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ კიევი არ გამოიყენებს გაფართოებული მოქმედების სარაკეტო სისტემებს რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის. როგორც ცნობილია,კიევისთვის მიწოდებული HIMARS-ის დიაპაზონი 80 კილომეტრს არ აღემატება.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)