09:55 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-15 10:50:00, 945 ნახვა

საზოგადოება
კასპის მუნიციპალიტეტში კიდევ 2 ხელოვნურ საფარიანი სპორტული მოედანი აშენდება

კასპის მუნიციპალიტეტის სპორტულ ინფრასტრუქტურას კიდევ  2 ხელოვნურ საფარიანი სპორტული მოედანი შეემატება.

კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ შპს „მშენებელი XXI „-თან ხელშეკრულება უკვე გააფორმა, რომელიც სოფელ ოკამში და მეტეხში ხელოვნურ საფარიანი სპორტული მოედნის აშენებას ითვალისწინებს.

„მინი მოედნები თანამედროვე სტანდარტებით მოეწყობა და  საფეხბურთო კარებითა და საკალათბურთო ფარებით აღიჭურვება. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 169 588 ლარია.

ამჟამად ხელოვნურ საფარიანი სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები სოფელ ქვემო ჭალაში მიმდინარეობს. ახალგაზრდებისთვის მეტი სპორტული სივრცე ნიშნავს სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და პოპულარიზაციას”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics