|
2022-06-14 18:11:22, 1158 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადების შესახებ გადაწყვეტილება 17 ივნისს გახდება ცნობილი
17 ივნისს ევროკომისია გამოაქვეყნებს დასკვნას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც გადაწყდება უკრაინის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი. ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერმა ერიკ მამერმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ევროკომისართა საბჭო ახლა დებატებს ამზადებს და შესაბამისი სამსახურები დოკუმენტაციას ასრულებენ. „პრესაში წავიკითხე, რომ კომისიამ გუშინ მიიღო გადაწყვეტილება, მაგრამ ეს არის სრული სიცრუე. კომისიას გუშინ არაფერი გადაუწყვეტია, გამართა შესავალი დებატები, რომელიც საშუალებას აძლევს საბჭოს წევრებს გამოთქვან თავიანთი აზრები და შეხედულებები ამ საკითხთან დაკავშირებით”,- განაცხადა მამერმა. შეგახსენებთ, რომ 25 მაისს საქართველოს ხელისუფლებამ, ხოლო 28 თებერვალს პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ევროკავშირს მიმართა თხოვნით, რომ საქართველოსთვის და უკრაინასთვისვროკავშირის წევრობის სტატუსი მიენიჭებინათ. საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს კი ოფიციალურად გადაეცა თვითშეფასების კითხვარი. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს გაუგზავნა. ამასთან 8 ივნისს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას , რომელიც რეკომენდაციას უწევს ევროკავშირს, მიენიჭოს უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ევროკომისია ქვეყნების განაცხადებზე საბოლოო გადაწყვეტილებას პარასკევს, 17 ივნისს მიიღებს.
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)