12:34 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-14 14:12:32, 1703 ნახვა

მსოფლიო
უკრაინამ „აზოვსტალის“ კიდევ 64 დაღუპული დამცველის ცხედარი დაიბრუნა

ზაპოროჟიეს რაიონში დაღუპული სამხედროების ცხედრების მორიგი გაცვლა მოხდა. უკრაინამ „აზოვსტალის“ 64 დაღუპული დამცველი დააბრუნა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტრო ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, შეთანხმება მიღწეული იქნა მოლაპარაკებების შედეგად, რომელშიც მონაწილეობდა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა კომისარი, ოლეგ კოტენკო.

„ოპერაცია რეინტეგრაციის სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს, უკრაინის უშიშროების სამსახურის, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის და უკრაინის სხვა სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლობით განხორციელდა.

ახლა დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების ცხედრების დაბრუნების პროცესი გრძელდება და მიმდინარეობს ჟენევის კონვენციის ნორმების შესაბამისად“,- აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პირველი გაცვლის დროს შესაძლებელი გახდა მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხანაში დაღუპული 160 ადამიანის დაბრუნება. აქედან 52 დაღუპული აზოვის პოლკის მებრძოლია.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოში სოფლის ოჯახების რაოდენობა ათი წლის განმავლობაში ერთი მეოთხედით შემცირდა
ჯგუფური ძალადობა გარდაბანში - ორმა პირმა თანასოფლელი სცემა
რეჟიმმა Facebook-ზე პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა
ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრს, ლოურენს ვონგს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics