07:30 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-13 19:52:16, 1380 ნახვა

პოლიტიკა
დეგნანი - არ ვიცი არავინ საქართველოში, ვისაც ქვეყნის ომში ჩართვა სურს

არ ვიცი არავინ საქართველოში, ვისაც ქვეყნის ომში ჩართვა სურს. - განაცხადა აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა.

მისივე თქმით, პოლიტიკურ პარტიებისა და ხალხის ერთიანი მიზნის გარშემო გაერთიანება აუცილებელია.

"მე ვერ ვისაუბრებ პრემიერმინისტრის ნაცვლად, თუმცა გეტყვით იმას, რომ მე არ ვიცი არავინ საქართველოში, ვისაც სურს რომ ქვეყანა იყოს ომში ჩართული, საქართველომ ეს მძიმე პერიოდი თავად გაიარა და მათ ძალიან კარგად ესმით ის, ჰუმანიტარული სიმძიმე, რაც ახლა უკრაინაშია და ამის ნათელი მაგალითია ის გულუხვი ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც საქართველომ უკრაინას გაუგზავნა.
ახლა არ არის ჩხუბის და დაპირისპირების დრო, ეს ის მომენტია, როცა ყველა უნდა გაერთიანდეს ერთი კონკრეტული საკითხის ირგვლივ, ქვეყნის უკეთესი მომავლისა და ინტერესების გათვალისწინებით. ერთობა არის მნიშვნელოვანი და დაპირისპირების გადადება ამ საკითხთან მიმართებაში მაინც. მე იმედი მაქვს, ქართველები შეასრულებენ ქვეყნის დევიზს - "ძალა ერთობაშია". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა 9 ივნისს მიიღო რეზოლუცია საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევების შესახებ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics