14:45 - 14 Aug, 2026
|
2015-02-05 11:01:59, 1411 ნახვა
სამართალი
მამუკა გვარამიასა და როსტომ ლაზარიას აღმკვეთი ღონისძიების სახით 3-3 ათას ლარიანი გირაო შეეფარდათ
ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულ ყოფილ მთავარ პროკურორს მამუკა გვარამიასა და სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის ყოფილ მოადგილეს როსტომ ლაზარიას აღმკვეთი ღონისძიების სახით 3-3 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ საღამოს მიიღო. პროკურატურა გვარამიასა და ლაზარიას მიმართა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. ცნობისთვის, პროკურატურამ ყოფილ მთავარ პროკურორს, მამუკა გვარამიას და ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის ყოფილ მოადგილეს როსტომ ლაზარიას ბრალი ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე წარუდგინა. მათ ბრალად მტკიცებულებების გაყალბება ედებათ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)