18:09 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-10 19:58:48, 1670 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრინის დაზვერვა - რუსეთი ამ ტემპით ომის გაგრძელებას კიდევ ერთი წელი შეძლებს

რუსეთი ამ ტემპით ომის გაგრძელებას კიდევ ერთი წელი შეძლებს. - განაცხადა უკრაინის დაზვერვამ.

მათივე თქმით, რუსეთს ამის ეკონომიკური რესურსები აქვს. 

"კრემლის ხელმძღვანელობა, ალბათ, ცოტა ხნით, ომის გაყინვას შეეცდება, რათა დასავლეთი სანქციების მოხსნაში დაარწმუნოს, ხოლო მოგვიანებით, აგრესია გააგრძელოს. რუსეთის ეკონომიკური რესურსები ოკუპანტ ქვეყანას საშუალებას მისცემს, ამ ტემპით, ომი კიდევ ერთი წელი გააგრძელოს. რუსეთის მიზანი მთელი უკრაინაა და არამხოლოდ უკრაინა". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics