|
2022-06-10 16:45:38, 2089 ნახვა
სხვადასხვა
ჟურნალისტს და პუბლიცისტ ალექსანდრ ნევზოროვს პეტერბურგში სახლი და მიწის ნაკვეთი ჩამოართვეს
მოსკოვის ბასმანის სასამართლომ ჟურნალისტ ალექსანდრე ნევზოროვის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი და სახლი ჩამოართვა. მიწის ნაკვთი მდებარეობს ფინეთის ყურის სანაპიროზე, წერს ფონტანკა სასამართლოს პრესსამსახურზე მითითებით. სახლი მდებარებოს ქალაქ სანტ-პეტერბურგში. ნევზოროვის ქონების დაკავება ჟურნალისტის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მოხდა რუსეთის შეიარაღებული ძალების ქმედებების შესახებ ყალბი ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების საქმეზე (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 207.3 მუხლი). შეგახსენებთ, რომ 6 მაისს მოსკოვის ბასმანის სასამართლომ ალექსანდრე ნევზოროვი დაუსწრებლად დააკავა. „ნევზოროვის საერთაშორისო ძებნაში გამოცხადებასთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების თარიღი შეირჩა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დაკავების მომენტიდან ან რუსეთის ტერიტორიაზე მისი ექსტრადირების მომენტიდან ორი თვით. “- განმარტა სასამართლომ. ცოტახნის წინ, ალექსანდრე ნევზოროვს და მის მეუღლეს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა. რუსეთიდან ნევზოროვი მეუღლესთან ერთად მარტში მას შემდეგ გაიქცა, რაც კრემლის უკრაინაში შეჭრა დაგმო. რუსეთის ძალოვანი უწყებები ნევზოროვის დაკავებას „ცრუ ინფორმაციის გავრცელების“ გამო ცდილობენ.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)