|
2015-02-05 11:25:08, 1378 ნახვა
სამართალი
სასჯელაღსრულების სამინისტრო N8 დაწესებულებაში არეულობასა და პატიმრების ღუდუშაურის კლინიკაში გადაყვანას არ ადასტურებს
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 2015 წლის 5 თებერვლის ღამეს სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში იყო არეულობა, რა დროსაც სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა პატიმრები ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, არ ადასტურებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, N8-ე დაწესებულებაში სამედიცინო ჩარევა დასჭირდა მხოლოდ ერთ-ერთ ქრონიკულ ავადმყოფ პატიმარს, რომელიც ასთმური შეტევით გადაყვანილ იქნა სამედიცინო კლინიკაში. უწყებაში ასევე უარყფოენ ინფორმაციას, რომ გლდანის N8 დაწესებულებაში სპეცრაზმი იყო მობილიზებული. „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ხელშეკრულება აქვს გაფორმებული სამოქალაქო სექტორის 50-ზე მეტ კლინიკასთან, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ემსახურებიან ჩვენი სისტემის მსჯავრდებულებსა და ბრალდებულებს. აღნიშნულ კლინიკებში საჭიროებისამებრ პერიოდულად გადაყავთ პატიმრები. გუშინ ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში რამდენიმე მსჯავრდებული იქნა გაყვანილი გადაუდებელი წესით, რომელთაც ჰქონდათ სხვადასხვა სახის ჩივილები, მათ გაეწიათ ადეკვატური სამედიცინო დახმარება და უკვე დაუბრუნდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებს“, - ნათქვამია სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)