|
2022-06-08 10:21:33, 1274 ნახვა
მსოფლიო
გაერო - უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, 1,5 მილიარდზე მეტი ადამიანი მსოფლიო კრიზისის წინაშე დგას
რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული აგრესიულ ომის გამო, დაახლოებით 1,6 მილიარდი ადამიანი კრიზისის წინაშე დგას. ამას მოწმობს გაეროს გენერალური მდივნის ეგიდით შექმნილი გლობალური სურსათის, ენერგეტიკისა და ფინანსური კრიზისების რეაგირების ჯგუფის მონაცემები. აღნიშნულია, რომ რამდენიმეთვიანი ომის შემდეგ, მსოფლიოs ემუქრება გაღრმავებული კრიზისი, რომელიც გავლენას მოახდენს ადამიანების ცხოვრებასა და საშუალებებზე. გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ძალადობის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდებს. შეგახსენებთ, რომ გაეროს კომისია უკრაინაში ჩავა , რათა გამოიძიოს რუსეთის ფედერაციის სამხედრო დანაშაულებები. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დამოუკიდებელი საერთაშორისო კომისია უკრაინაში დარღვევის შემსწავლელი ორგანოა, რომელიც უფლებამოსილია გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ. ისინი შეასრულებენ თავიანთ პირველ მისიას ქვეყანაში 2022 წლის 7-დან 16 ივნისამდე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)