|
2022-06-07 14:16:49, 1070 ნახვა
საზოგადოება
მარიამ ქვრივიშვილი - unwto სესიაში მონაწილეობა, მნიშვნელოვანია საქართველოს პოზიციონირების გაძლიერებისთვის
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 116-ე სხდომაზე საქართველო საბჭოს წევრი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს. სესიას, რომელიც საუდის არაბეთის სამეფოს ქალაქ ჯედაში იმართება, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თამარ ყორიაული ესწრებიან. ღონისძიებაზე საერთაშორისო ტურიზმში არსებული ტენდეციები და სექტორის მდგრად აღდგენაზე ორიენტირებული სამომავლო გეგმები განიხილეს. "გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის 116-ე საბჭოს სხდომაზე მონაწილეობა წევრი ქვეყნის სტატუსით ძალიან მნიშვნელოვანია. რადგან ამ პლატფორმიდან გვეძლევა შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღოთ ისეთი საკითხების გადაჭრასა და გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც გლობალურად ტურიზმის აღდგენის დინამიკას აუმჯობესებს. რა თქმა უნდა ეს დადებითად აისახება ჩვენს ქვეყანაზეც, გარდა ამისა, ეს არის მნიშვნელოვანი პლატფორმა იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება და აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ტარდება საუდის არაბეთში, რომელიც გამორჩეულად მნიშვნელოვანი ტურისტული ქვეყანაა ჩვენი ქვეყნისთვის"- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
სესიის ფარგლებში გაიმართა თემატური სადისკუსიო პანელები და ორმხრივი შეხვედრები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის უწყებების მაღალი რანგის წარმომადგენლების ჩართულობით.
პოლიციამ ბერლინში ლგბტ პრაიდზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტერორისტი მოკლა
გორში სპილენძის მოპარვისთვის 4 პირი დააკავეს, მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი რეპრესიული პრაქტიკაა- DRI
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)