14:23 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-06 21:04:30, 1730 ნახვა

ომი უკრაინაში
თურქეთმა უკრაინას დახმარება შესთავაზა ოდესის პორტიდან გასასვლელის ნაღმებისგან გაწმენდით

თურქეთის ხელისუფლებამ უკრაინას დახმარება შესთავაზა ოდესის პორტიდან ნაღმებისგან გასასვლელის გაწმენდით, რათა აღდგეს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი, წერს Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით.

სააგენტოს ცნობით, თურქეთმა ეს წინადადება რუსეთთან კოორდინირებულად მიიღო და იმედოვნებს, რომ გაერო ინიციატივას მხარს დაუჭერს. უკრაინა ამ იდეას „სკეპტიკურად უყურებს“ და შიშობს, რომ რუსეთი გამოიყენებს უსაფრთხო დერეფანს ოდესაზე თავდასხმისთვის, აცხადებენ Bloomberg-ის წყაროები. ამ კუთხით ღიად ისაუბრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ.

6 ივნისს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინული მედიის ცნობით, 6 ივნისს თურქეთი დაასახელა იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც უკრაინა ენდობა, როგორც შესაძლო მონაწილეები კრიზისის მოგვარების საქმეში. ამასთან, მისი აზრით, ამ ვითარებაში უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია უკრაინისთვის ხომალდსაწინააღმდეგო იარაღის მიწოდება იქნება.

უკრაინის პორტების განბლოკვის საკითხი ორშაბათს უკრაინისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებმაც განიხილეს.

უკრაინა მარცვლეულის ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორია მსოფლიოში. რუსეთის შემოჭრის გამო ექსპორტის მნიშვნელოვანი ნაწილი შეჩერებულია, რაც ქმნის გლობალური სასურსათო კრიზისის საფრთხეს. რუსეთი, რომელმაც დაიპყრო უკრაინის ძირითადი პორტების ნაწილი, მომხდარში კიევს ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ ექსპორტს აფერხებს უკრაინის მიერ მის პორტებთან მისადგომების მოპოვება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics