|
2022-06-06 18:21:54, 1015 ნახვა
პოლიტიკა
მურადაშვილი - თუ „რუსთავი 2“ კომპენსაციას არ გადაიხდის, დავა გაგრძელდება ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში
ნიკა გვარამიას მიერ, „რუსთავი 2-თვის“ მოთხოვნილ კომპენსაციაზე დავა არ გაგრძელდება აქაურ სასამართლოში, რომელსაც კლანი მართავს, არამედ გაგრძელდება ბრიტანეთის, ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში. - განაცხადა ნიკა გვარამიას ადვოკატმა თამთა მურააშვილმა მას შემდეგ რაც რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულება დატოვა. მისივე თქმით ხელშეკრულების თანახმად, ამგვარი დავის წარმოშობის შემთხვევაში, შესაბამისი იურისდიქცია და განმხილველი სასამართლო უნდა ყოფილიყო ბრიტანეთში. „დავა არ გაგრძელდება აქაურ სასამართლოში, რომელსაც კლანი მართავს, არამედ გაგრძელდება ბრიტანეთის, ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში, რადგან ხელშეკრულების თანახმად, ამგვარი დავის წარმოშობის შემთხვევაში, შესაბამისი იურისდიქცია და განმხილველი სასამართლო უნდა ყოფილიყო ბრიტანეთში, ამიტომ თუ „რუსთავი 2“ არ გადაიხდის, დავა გადაინაცვლებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ". - განაცხადა მურადაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ხელშეკრულების უხეში დარღვევისთვის, ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ კომპენსაციას სთხოვს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)