13:51 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-06 11:02:54, 2317 ნახვა

მსოფლიო
ნიგერიაში ეკლესიაზე თავდასხმას 50-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

შეიარაღებული პირები საკვირაო წირვის დროს ნიგერიის ქალაქ ოვოს წმინდა ფრანცისკე კათოლიკურ ეკლესიაში შევიდნენ და ცეცხლი გაუხსნეს, დაღუპულია 50-მდე ადამიანი.

თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელებმა მრევლს ცეცხლი გაუხსნეს და შემდეგ მღვდელი და ეკლესიის სხვა დამსწრეები გაიტაცეს.

დაღუპულთა ან გატაცებულთა რიცხვი ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა წინასწარი ინფრომაციით დაღუპულია 50-მდე ადამიანი.

ადგილობრივი საავადმყოფოს ექიმმა, რომელსაც ციტირებს საინფორმაციო სააგენტო Reuters, თქვა, რომ „რამდენიმე მომლოცველი გარდაცვლილი მოიყვანეს". ამასთან, ეკლესიისა და საავადმყოფოს მონახულების შემდეგ, შტატის დეპუტატმა ოგუნმოლასუი ოლუვოლემ Associated Press-ს განუცხადა, რომ დაღუპულებს შორის იყვნენ ბავშვებიც.

ამასთან ონდოს შტატის გუბერნატორმა როტიმი აკერედოლუმ აღნიშნულ შემთხვევას უდანაშაულო ადამიანებზე „ბოროტი და სატანური თავდასხმა" უწოდა.

შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ ნიგერიის მეთოდისტური ეკლესიის წინამძღვარი ორ სხვა სასულიერო პირთან ერთად ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში გაიტაცეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
საქართველოში სოფლის ოჯახების რაოდენობა ათი წლის განმავლობაში ერთი მეოთხედით შემცირდა
ჯგუფური ძალადობა გარდაბანში - ორმა პირმა თანასოფლელი სცემა
რეჟიმმა Facebook-ზე პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics