14:24 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-05 12:37:54, 1699 ნახვა

ომი უკრაინაში
გაიდაი - რუსეთის არმიამ განათავსა მთელი თავისი რეზერვი ლუგანსკის ოლქში, სევეროდონეცკის დასაკავებლად

რუსეთის არმიამ „განათავსა მთელი თავისი რეზერვი“ ლუგანსკის ოლქის ქალაქ სევეროდონეცკის დასაკავებლად, - ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი ჰაიდაიმ განაცხადა. 

მისივე თქმით, რუსული ძალები ცდილობდნენ ხიდების განადგურებას, რათა ხელი შეეშალათ უკრაინელი მებრძოლეებისთვის სევეროდონეცკის გამაგრებისას. 

"ჩვენი ბიჭები, რომლებიც იცავენ ლუგანსკის ოლქს… მათ [რუსებს - რედ.] ნამდვილად ეშინიათ, რომ ჩვენი დამცველები შეძლებენ მათზე დაფუძნებას. ადრინდელი წარმატება, რაც შესაძლებელი იქნება, თუ საბრძოლო მასალა, იარაღი და გაძლიერება დროულად მოვა, ეს არის ნომერ პირველი, რისიც ეშინიათ მათ",- ამბობს გაიდაი. 

ამჟამად უკრაინულმა ძალებმა კონტროლი აღადგინეს სიევიეროდონეცკის თითქმის ნახევარზე.

თუმცა, ჰუმანიტარული მდგომარეობა რეგიონში რჩება მძიმე, რადგან შეუძლებელი იყო სევეროდონეცკში მცხოვრებთა ევაკუაცია და ჰუმანიტარული დახმარების გაწევა. ერთადერთი ქალაქები, სადაც ჯერ კიდევ შესაძლებელია ჰუმანიტარული დახმარების (საკვები, მედიკამენტები) მიწოდება არის ლისიჩანსკი და ჰირსკე. 

გავრცელებული ინფორმაციით, რუსული ძალები ევაკუაციის ავტობუსებს ესვრიან.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics