12:46 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-04 13:02:08, 1392 ნახვა

ომი უკრაინაში
ტრასი - პუტინის ომმა მოიტანა ისეთი მასშტაბის სიკვდილი, რომელიც ევროპაში II მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა

უკრაინაში რუსეთის გაუმართლებელი და არალეგალური შეჭრა, საფრთხეს უქმნის მსოფლიო მშვიდობასა და ეკონომიკურ სტაბილურობას. - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა.

მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ნაბიჯები ცუდად გათვალა.

"ამ ომს აქვს უზარმაზარი ცუდი შედეგები გლობალური მშვიდობის, კეთილდღეობისა და სასურსათო უსაფრთხოებისთვის. ეს ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია. დღეს არის მომენტი, რომ პატივი მივაგოთ ათასობით უდანაშაულო სამოქალაქო პირს, რომლებიც მოკლეს შეჭრის შემდეგ და კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა უკრაინის გმირული თავდაცვის მიმართ, რათა უზრუნველვყოთ მათი წარმატება და პუტინის მარცხი". - განაცხადა ტრასმა.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
გალელ მასწავლებელს აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics