|
2022-06-04 11:42:51, 2598 ნახვა
მსოფლიო
გაერო - რუსეთის შეჭრის შემდეგ, თითქმის 14 მილიონი უკრაინელი იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა
რუსეთის შეჭრის შემდეგ, თითქმის 14 მილიონი უკრაინელი იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა, ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი ამინ ავადი ავრცელებს. კომისრის თქმით, ამ ომმა მიუღებელი ზიანი მიაყენა ადამიანებს და სამოქალაქო ცხოვრების პრაქტიკულად ყველა ასპექტი მოიცვა. ომს გამარჯვებული არ ჰყავს და არ ეყოლება. ვინაიდან, 100 დღის განმავლობაში მსოფლიო გახდა იმის მომწმე, რომ დაიკარგა: სიცოცხლე, სახლები, სამუშაო და პერსპექტივები. „სულ რაღაც სამ თვეში, თითქმის 14 მილიონი უკრაინელი იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი სახლები, მათი უმეტესობა ქალები და ბავშვები იყვნენ. 100 დღის შემდეგ ომი არ წყდება განსაკუთრებით ქვეყნის აღმოსავლეთში. ზამთრის დადგომასთან ერთად, მილიონობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიძლება საფრთხეში აღმოჩნდეს“,- წერია გაეროს მოხსენებაში. გაეროს ინფორმაციით, ბოლო 100 დღის განმავლობაში მათ ჰუმანიტარული დახმარება მთელი ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 8 მილიონ ადამიანს გაუწიეს, მათ შორის ალყაში მოქცეულ ქალაქებში აღმოსავლეთ უკრაინაში. ამავდროულად, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ცდილობს შეამსუბუქოს ომის დამანგრეველი ზემოქმედების გლობალური შედეგები სურსათის უსაფრთხოებაზე, მარცვლეულისა და სასაქონლო ვაჭრობის განბლოკვის მიზნით. „ჩვენი დაუღალავი ძალისხმევა ომის დამანგრეველ ზემოქმედებაზე პასუხის გასაცემად გაგრძელდება, მტკიცედ და უცვლელად.მაგრამ უპირველეს ყოვლისა ჩვენ გვჭირდება მშვიდობა. ომი ახლა უნდა დასრულდეს“,- აღნიშნულია მოხსენებაში. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ". რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
NATO-ს სამეკავშირეო ოფისი: ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)