02:48 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-03 14:39:11, 982 ნახვა

პოლიტიკა
საია - ნიკა გვარამიას განაჩენი დაუსაბუთებელია, მის ქმედებაში არ იყო დანაშაულის ნიშნები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გაეცნო ე.წ რუსთავი 2-ის საქმეზე ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიას და ზურა იაშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენს. მოცემულ საქმეზე საია ახორციელებდა სასამართლო სხდომების მონიტორინგს. 

საიას შეფასებით, სასამართლოში საქმის განხილვის სხვადასხვა ეტაპზე არსებულ კითხვებს, რაც ბრალდებულთა მიმართ ბრალის წარდგენის, სასამართლო განხილვის, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის სტანდარტებთან და მოსამართლის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან მიმართებით არსებობდა, სასამართლო არც განაჩენში პასუხობს, რის გამოც მათი თქმით, განაჩენი დაუსაბუთებელია.

საია სასამართლო სხდომის დარბაზში გამოკვლეული არაერთი მტკიცებულების საფუძველზეა აცხადებს, რომ ნიკა გვარამიას ქმედებაში არ იყო დანაშაულის ნიშნები.  

ცნობისთვის, 16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას სამი წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა. ​განაჩენი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გამოიტანა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics