02:01 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-02 12:41:31, 957 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი მაკალისტერს - უნდა აჩვენოთ თქვენი გრძელვადიანი ინტერესი რეგიონის მიმართ და კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭოთ

სტრატეგიულ პუნქტში მყოფმა კავშირმა უნდა აჩვენოს თავისი გრძელვადიანი ინტერესი რეგიონის მიმართ, კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, - ასე ეხმაურება პარლამენტის თამჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, დევიდ მაკალისტერის განცხადებას. 

როგორც პაპუაშვილი წერს, ეს ევროკავშირისთვის სიმართლის, სანდოობისა და ლეგიტიმაციის მომენტია. 

"ეს ნამდვილად არის სიმართლის მომენტი #ევროკავშირისთვის და მისი საერთაშორისო აქტორის სანდოობისა და ლეგიტიმაციის. ამ სტრატეგიულ პუნქტში მყოფმა კავშირმა უნდა აჩვენოს თავისი გრძელვადიანი ინტერესი რეგიონის მიმართ #საქართველოს, #მოლდოვასა და #უკრაინას კანდიდატის სტატუსის მინიჭებით",- წერს პაპუაშვილი. 

ცნობისთვის, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, დევიდ მაკალისტერის განცხადებით, ევროპის კომიტეტი საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას კომისიაზე განიხილავს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics