|
2022-06-02 12:18:57, 812 ნახვა
საზოგადოება
მსჯავრდებულებს და ბრალდებულებს საქართველოს უნივერსიტეტებში დისტანციური სწავლების შესაძლებლობა ექნებათ
პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულებისთვის ციფრული უნივერსიტეტი ამოქმედდება. პროექტის რეალიზაციის მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა N5 (ქალთა) პენიტენციურ დაწესებულებაში მოაწერეს ხელი. იუსტიციის მინისტრმა წარმატება უსურვა მომავალ სტუდენტებს და მადლობა გადაუხადა მიხეილ ჩხენკელს ციფრული უნივერსიტეტის პროექტში აქტიური ჩართულობისათვის: „დღევანდელი დღე კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ ჩვენ ყველა დანაპირებს ვასრულებთ და მომავალშიც ასე გაგრძელდება", - განაცხადა რატი ბრეგაძემ. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ხაზი გაუსვა პროექტ ციფრული უნივერსიტეტის მნიშვნელობას და იუსტიციის სამინისტროს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა: „განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფმა პირებმა მიიღონ ხარისხიანი განათლება", - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა. რატი ბრეგაძემ მიხეილ ჩხენკელს N5 პენიტენციური დაწესებულების ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი, ფეხბურთის მოედანი და სილამაზის სალონი დაათვალიერებინა. „ციფრული უნივერსიტეტი იუსტიციის სამინისტროს კიდევ ერთი შესრულებული დაპირება და უწყების განვითარების 10-წლიანი სტრატეგიის ნაწილია. პროექტი პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პირებს საშუალებას მისცემს, ელექტრონულად მიიღონ განათლება საქართველოში ავტორიზებულ უნივერსიტეტებში როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის საფეხურზე. პენიტენციურ დაწესებულებებში ელექტრონული სწავლების მეთოდის დანერგვა და უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობა მსჯავრდებულთა განათლების უფლების რეალიზაციისა და მათი რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია“,- აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)