00:25 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-30 12:48:01, 801 ნახვა

პოლიტიკა
კარლ ჰარცელი - საქართველო უნდა ჩაერთოს საქმეში, რათა ევროკავშირში გაწევრიანება დამაჯერებელი გახდეს

ევროკავშირის ელჩის საქართველოში, კარლ ჰარცელის განაცხადებით, ერთ თვეში გახდება ცნობილი,  მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრობაზე კანდიდატის სტატუსს. 

როგორც ჰარცელმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა შედეგით დასრულდება ეს პროცესი, მთავარი დასკვნა იქნება ის, რომ საქართველო უნდა ჩაერთოს საქმეში და უზრუნველყოს ის, რაც საჭიროა, რათა ევროკავშირში გაწევრიანება დამაჯერებელი გახდეს. 

"ველი რომ კომისიის შეფასება ცნობილი გახდება უახლოეს დღეებში. არ გამოვრიცხავ, რომ ეს მომავალ კვირაში მოხდეს, რის შემდეგაც იქნება განხილვა  წევრი ქვეყნების გადაწყვეტილების შესახებ საქართველოსთან დაკავშირებით. შესაძლოა ეს იყოს ერთ თვეში. არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა შედეგით დასრულდება ეს პროცესი, იქნება ეს მოლოდინებზე ნაკლები, უფრო მეტი ვიდრე იმედი იყო, კონკრეტული პირობებით, თუ პირობების გარეშე, მთავარი დასკვნა იქნება ის, რომ საქართველო უნდა ჩაერთოს საქმეში და უზრუნველყოს ის, რაც საჭიროა, რათა ევროკავშირში გაწევრიანება დამაჯერებელი გახდეს",- განაცხადა კარლ ჰარცელმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics