|
2022-05-30 11:51:21, 941 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილმა საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ ექიმებთან, “მრჩეველთა საბჭოს” ფორმატში, პირველი შეხვედრა გამართა
ზურაბ აზარაშვილმა ნიუ-იორკში მცხოვრებ ქართველ ექიმებთან ონლაინ შეხვედრა გამართა. უწყების ცნობით, საუბარი შეეხო ექიმთა პროფესიული საბჭოს გაძლიერების მნიშვნელობასა და მედიკოსთა საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდებს. ისაუბრეს სფეროში ახალი სტანდარტების დამკვიდრების მიმართულებით. ექიმებმა, სამინისტროს წარმომადგენლებს, საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლოდ, კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. “მრჩეველთა საბჭოში” შემავალ, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ექიმებთან შეხვედრა ამ კვირაშია ჩანიშნული. შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, მსოფლიოს წამყვან კლინიკებში მოღვაწე ქართველ ექიმებთან იწყებს თანამშრომლობას. ამ მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროში „მრჩეველთა საბჭო“ შეიქმნა, რომლის წევრებიც აშშ-სა და ევროპაში დასაქმებული, სხვადასხვა დარგის წარმატებული მედიკოსები არიან. „მრჩეველთა საბჭო“ ჩაერთვება სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების, ასევე სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების მექანიზმების შემუშავებაში. საბჭოს წევრები ჯანდაცვის სამინისტროს მაღალკვალიფიციურ, ობიექტურ და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შემუშავებულ რეკომენდაციებს გაუზიარებენ.
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)