|
2022-05-28 10:21:54, 1080 ნახვა
საზოგადოება
მსჯავრდებულებს ციფრულ უნივერსიტეტში დისტანციური სწავლის შესაძლებლობა ექნებათ
იუსტიციის მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას ვრცლად ისაუბრა ადამიანის უფლებებზე მორგებულ ცვლილებებზე, რომლებიც პენიტენციურ სისტემაში ხორციელდება. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი სიახლეა ციფრული უნივერსიტეტის პროექტი, რომელიც განათლების სამინისტროსთან ერთად განხორციელდება. „აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგადაც მსჯავრდებულებს და ბრალდებულებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ დისტანციური სწავლების მეთოდით უმაღლესი განათლება – ორივე საფეხური, როგორც ბაკალავრიატის, ისე სამაგისტრო პროგრამები – გაიარონ საქართველოში აკრედიტებულ უნივერსიტეტში", – განაცხადა რატი ბრეგაძემ, რომლის თქმით, აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს როგორც ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რესოციალიზაციას, ისე განათლების უფლების სრულფასოვნად რეალიზებას. იუსტიციის მინისტრმა კანონმდებლების წინაშე გამოსვლისას ხაზი გაუსვა იმას, რომ ყველა პენიტენციური დაწესებულება აღჭურვილია შესაბამისი ბიბლიოთეკებით, სადაც მუდმივ რეჟიმში ხდება წიგნადი ფონდის განახლება.
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "ჯეოკეპმა" ახალი საწარმო გახსნა
CashBack-ის და Mastercard-ის შეთავაზება ICR Home-ის მაღაზიებში
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)