|
2022-05-26 14:48:12, 903 ნახვა
საზოგადოება
ჯუანშერ ბურჭულაძე - ქართველი მამაცი ჯარისკაცები ყოველთვის ერთგულად დაიცავენ ჩვენს სამშობლოს და თავისუფლებას
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ სამხედროებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს დღე ქართველი ერის ერთიანობისა და სიამაყის დღესასწაულია. „მე ამაყი ვარ, რომ ქართული ჯარი თავისი პროფესიონალიზმით, სიმამაცითა და სამშობლოს სიყვარულით სამაგალითოა მთელს მსოფლიოში. ქართველი მამაცი ჯარისკაცები ყოველთვის ერთგულად დაიცავენ ჩვენს სამშობლოს და მის თავისუფლებას“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა. მისი განმარტებით, ეს დღე თითოეულ ჩვენგანს გვახსენებს პასუხისმგებლობას სამშობლოს წარსულის, აწმყოსა და მომავლის მიმართ. ამ კონტექსტით ჯუანშერ ბურჭულაძემ ქვეყნის წინაშე ქართველი ჯარისკაცებისა და ვეტერანების წვლილი აღნიშნა. საკუთარ სიტყვაში განსაკუთრებით გამოყო ქვეყნის თავისუფლებისა და მსოფლიოს მშვიდობისთვის ბრძოლაში გმირი მეომრების თავგანწირვა, ასევე დაჭრილ-დაშავებული სამხედროები, რომლებიც დღესაც ქვეყნის სამსახურში არიან. ჯუანშერ ბურჭულაძე მიესალმა რეკრუტებს, რომლებმაც დღეს დადეს ფიცი და შეუერთდნენ თავდაცვის ძალებს. მან სამხედროებს წინაპრების მხედრული ტრადიციების ღირსეულად გაგრძელება უსურვა. თავდაცვის მინისტრმა დამოუკიდებლობის დღე, ასევე მიულოცა ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას, აფხაზ და ოს ძმებს, რომელთა წვლილი საუკუნეების განმავლობაში ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვასა თუ მის აღდგენაში დიდია.
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)