22:49 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-26 13:38:18, 1620 ნახვა

პოლიტიკა
ლუკაშენკო - საქართველო თავდაჯერებულად მიჰყვება სახელმწიფოებრიობის განმტკიცების გზას

ბელარუსის თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას  ბელარუსის ლიდერის პრესსამსახური ავრცელებს. 

„როგორც მსოფლიო საზოგადოების პატივსაცემი წევრი, საქართველო თავდაჯერებულად მიჰყვება სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისა და მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური ზრდის გზას“, - განაცხადა ლუკაშენკომ. 

გამოცემის ცნობით, ალექსანდრე ლუკაშენკომ ასევე გაამახვილა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ ორი ხალხის ურთიერთსიმპათია და გულწრფელი კეთილგანწყობილი ინტერესი ყოველთვის იყო და რჩება ბელორუსულ-ქართული მრავალმხრივი თანამშრომლობის საიმედო საფუძველს, რომელიც აქტიურად უნდა განვითარდეს ორი ქვეყნის საკეთილდღეოდ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics