17:54 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-24 17:14:05, 1353 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზამ“ 2021 წელი მოგებით დაასრულა

„საქართველოს რკინიგზამ“ 2021 წელი 52.7 მილიონი ლარის მოგებით დახურა, - ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა" ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პანდემიის მიუხედავად, 2021-ში კომპანიის ტვირთბრუნვა გაიზარდა და 12 მილიონი ტონა შეადგინა.

„სატვირთო გადაზიდვებში ზრდის ტრენდს საქართველოს რკინიგზა 2018 წლიდან ინარჩუნებს. რაც შეეხება საოპერაციო შემოსავლებს, კომპანიას ამ სეგმენტშიც პოზიტიური ცვლილებები აქვს. საოპერაციო შემოსავლები 12%-ით გაიზარდა, რაც ჯამურად 547 მილიონი ლარია.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის მე-2 კვარტალში „საქართველოს რკინიგზამ“ 2012 წლის ობლიგაციების წარმატებული რეფინანსირება მოახდინა. ახალი მწვანე ობლიგაციების გამოშვებით ორგანიზაციამ წლიური საპროცენტო განაკვეთი 7.75-დან მინიმალურ 4 %-მდე შეამცირა. კომპანია 7 წლის ჭრილში 130 მილიონ დოლარზე მეტს დაზოგავს.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის შემდეგ, „საქართველოს რკინიგზა“ს ჰქონდა აქტივების გაუფასურების და ლარის დევალვაციით გამოწვეული ზარალი. 2021 წელს კი პანდემიის და სხვა გამოწვევების მიუხედავად, კომპანიის მენეჯმენტმა ნეგატიური ტრენდის შემობრუნება შეძლო და წელი მოგებით დახურა“, - ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics