04:37 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-23 15:19:44, 1962 ნახვა

ომი უკრაინაში
პესკოვი - ნაკლებად სავარაუდოა, პუტინმა უკრაინაში დაკავებული მედვედჩუკი „აზოვსტალის“ დატყვევებულ დამცველებში გაცვალოს

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ კრემლი ვერ ხედავს ვიქტორ მედვედჩუკის "აზოვსტალის" მებრძოლებზე გაცვლის შესაძლებლობას. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა "რია ნოვოსტი" ავრცელებს.

პრესმდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში დაკავებული ვიქტორ მედვედჩუკი "აზოვსტალის" ქარხნის დატყვევებულ დამცველებზე გაცვალოს, რადგან მისივე თქმით, საუბარია სხვადასხვა კატეგორიებზე. 

შეგახსენებთ, 12 აპრილს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის უშიშროების სამსახურმა ორ სისხლის სამართლის საქმეზე ღალატში ეჭვმიტანილი ვიქტორ მედვედჩუკი დააკავა. სახალხო დეპუტატი შინაპატიმრობას თებერვლის ბოლოს  გაექცა .

SBU-მ განმარტა, რომ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მედვედჩუკი კიევის გარეუბანში დააკავეს. სადაზვერვო სამსახურმა დაამატა, რომ რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა სახალხო დეპუტატის ჯერ პრიდნესტროვიში, შემდეგ კი მოსკოვში წაყვანა სცადა .





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics