|
2022-05-23 12:24:35, 1267 ნახვა
მსოფლიო
პოლონეთმა რუსეთთან გაზის შესყიდვის ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყვიტა
პოლონეთის მთავრობამ რუსეთიდან გაზის შესყიდვის ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყვიტა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის სტრატეგიული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მთავრობის წარმომადგენლი პიოტრ ნაიმსკი ავრცელებს. მისი თქმით, 13 მაისს პოლონეთის მთავრობამ დაამტკიცა რეზოლუცია რუსეთის მთავრობასთან 1993 წლის შეთანხმების დარღვევის შესახებ, რომელსაც 2022 წლის ბოლომდე უნდა ემოქმედა. „30 წლის შემდეგ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ გაზის ინდუსტრიაში ურთიერთობა პოლონეთსა და რუსეთს შორის შეწყდა“, - განაცხადა ნაიმსკიმ. გარდა ამისა ნაიმსკიმ აღნიშნა, რომ გაზსადენის პოლონური მონაკვეთი გამოყენებული იქნება გაზის ტრანსპორტირებისთვის გერმანიიდან პოლონეთში. შეგახსენებთ, რომ 1993 წლის 25 აგვისტოს დათარიღებული ხელშეკრულება გაზსადენის სისტემის შექმნის შესახებ რუსული გაზის ტრანზიტისთვის პოლონეთის ტერიტორიის გავლით და რუსული გაზის მიწოდების შესახებ რესპუბლიკაში, ბოლოს მხარეების მიერ 2010 წელს განახლდა. დოკუმენტები ითვალისწინებდა პოლონეთში რუსული გაზის მიწოდების მოცულობის ეტაპობრივ ზრდას 9,7 მილიარდი კუბური მეტრიდან, 2010, 2012 და შემდგომ წლებში კი 11 მილიარდ კუბურ მეტრამდე. ამასთან გაზის კონტრაქტის ვადა 2022 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო. თუმცა, აპრილში გაზპრომმა შეწყვიტა მიწოდება პოლონეთში. მანამდე კი რუსეთის გაზის მონოპოლიამ პირობების შეცვლა გადაწყვიტა და გადახდა რუბლებში მოითხოვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)