03:04 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-22 11:04:08, 2867 ნახვა

ომი უკრაინაში
პოლონეთის პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა და უმაღლეს რადას სიტყვით მიმართავს

პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა უკრაინაში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ანდჟეი დუდა დღეს უკრაინის უმაღლეს რადას სიტყვით მიმართავს.

"პრეზიდენტი ანდჟეი დუდა უკრაინაში იმყოფება. კვირას, კიევში, უმაღლეს რადაში, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი გააჟღერებს თავის გზავნილს", - წერია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ პოლონეთის პრეზიდენტი იქნება პირველი უცხო სახელმწიფოს მეთაური, რომელმაც ომის დაწყების შემდეგ რადას მიმართა. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics