2022-05-20 18:04:26, 1824 ნახვა
ომი უკრაინაში
აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მრჩეველი - მოსკოვმა უკვე განიცადა სტრატეგიული მარცხი
რუსეთი ახლა უფრო სუსტია, ვიდრე უკრაინაში შეჭრამდე. - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მრჩეველი ავრცელებს.
მისივე თქმით, მოსკოვმა უკვე განიცადა "სტრატეგიული მარცხი".
„უკრაინა დღეს უფრო ძლიერია და უფრო ახლოს არის დასავლეთთან, ვიდრე აქამდე, რუსეთი უკრაინაში შეჭრის შემდგომ ბევრად დასუსტდა და მოსკოვმა უკვე განიცადა სტრატეგიული მარცხი". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,