|
2022-05-20 13:47:15, 1264 ნახვა
მსოფლიო
CNN - ჩინეთი რუსეთისგან ქვანახშირის რეკორდულ რაოდენობას ყიდულობს და იმპორტის ტარიფებს აუქმებს
ჩინეთი რუსეთისგან იაფფასიანი ქვანახშირის რეკორდულ რაოდენობას ყიდულობს, მაშინაც კი, როცა დასავლური ქვეყნები მოსკოვს სანქციებით უპირისპირდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. მედიის ცნობით, აპრილის თვეში მსოფლიოს მეორე უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყანამ, არა მხოლოდ იყიდა რუსეთისგან უფრო მეტი ნახშირი, ვიდრე ოდესმე, მან ასევე გააუქმა იმპორტის ტარიფები ყველა სახის ნახშირზე, ანალიტიკოსების თქმით, ეს ნაბიჯი რუს მომწოდებლებს სარგებელს მოუტანს. "ჩინეთის ნახშირის იმპორტი რუსეთიდან თითქმის გაორმაგდა მარტიდან აპრილამდე და 4.42 მილიონ ტონას მიაღწია , Refinitiv-ის სავაჭრო მონაცემების მიხედვით. რუსეთმა გაუსწრო ავსტრალიას, ახლა მისი ნახშირის იმპორტის 19%-ს შეადგენს, რაც მარტში 14%-იანი წილი იყო."- ვკითხულობთ გამოქვეყნებულ სტატიაში. მედიის ცნობით, ჩინეთი ახლა ორიენტირებულია ეკონომიკის ვარდნის დაძლევაზე, ქვეყანას ქვანახშირი ელექტროსადგურების საწვავისთვის და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის სჭირდება, ხოლო რუსეთი ეძებს ახალ მომხმარებლებს თავისი წიაღისეულისათვის, რადგან ექსპორტს დასავლეთში ვეღარ ახორციელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)