00:46 - 17 May, 2026
|
2022-05-20 11:23:43, 2365 ნახვა
სხვადასხვა
ზელენსკი Time-ის 4 მილიონამდე მკითხველმა წლის ადამიანად დაასახელა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჟურნალ Time-ის მკითხველებმა 2022 წლის ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელეს. Time წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების საბოლოო სიას 23 მაისს გამოაქვეყნებს. :"როდესაც თებერვალში რუსულმა ჯარებმა დაიწყეს სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, ზელენსკიმ, რომელსაც 2019 წელს უკრაინის პრეზიდენტად არჩევამდე პოლიტიკური გამოცდილება არ გააჩნდა, გამოვიდა მსოფლიო ასპარეზზე და შეკრიბა ლიდერები უკრაინის მხარდასაჭერად." - ნათქვამია სარედაქციო სტატიაში. ზელენსკიმ 3,3 მილიონზე მეტი ხმა მიიღო და პირველი ადგილი დაიკავა. მეორე ადგილზეა Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი, რომელიც 2021 წელს წლის ადამიანად დასახელდა. მესამე ადგილი - დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)