|
2022-05-19 15:51:54, 1209 ნახვა
მსოფლიო
ფინეთის პრემიერ-მინისტრი: ნატო-ს არ გამოუთქვამს ინტერესი ბირთვული იარაღის ან მუდმივი სამხედრო ბაზების განთავსების შესახებ
ნატო-ს ალიანსს არ გამოუთქვამს ინტერესი ფინეთში ბირთვული იარაღის ან მუდმივი ბაზების განთავსების შესახებ, განაცხადა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა. მარინმა აღნიშნა, რომ თურქეთის წინააღმდეგობის დაძლევა, ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, დისკუსიების ფორმატში უნდა გადაიჭრას. „არც კი არსებობს ინტერესი (ნატოში) ბირთვული იარაღის ან ბაზების განთავსებით ფინეთში. ვფიქრობ, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება, დისკუსიების გამართვა თურქეთთან და ყველა სხვა წევრ ქვეყანასთან, კითხვებზე პასუხის გაცემა და გაუგებრობების გამოსწორება“, - განუცხადა მარინმა გაზეთს. მეზობელი შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა, რომელიც ფინეთის მსგავსად ითხოვს ნატო-ში გაწევრიანებას, განაცხადა, რომ მის ქვეყანას არ სურდა ნატოს მუდმივი ბაზები ან ბირთვული იარაღი მის ტერიტორიაზე. თურქეთმა რომელიც, ნატო-ს წევრი ქვეყანაა 1952 წლიდან, გამოთქვა ფინეთისა და შვედეთის წევრობასთან დაკავშირებით მოულოდნელი წინააღმდეგობა გამოთქვა და დაადანაშაულა სკანდინავიური მეზობლები ტერორისტული დაჯგუფებებისთვის თავშესაფარის მიცემაში. ანკარამ ასევე მოიხსენია ქვეყნების მიერ დაწესებული იარაღის ექსპორტის ემბარგო თურქეთზე 2019 წელს სირიაში შეჭრის შემდეგ. ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო და შვედეთის პრემიერ მინისტრი ანდერსონი სავარაუდოდ ხუთშაბათს ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შეხვდებიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)