21:57 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-16 17:37:54, 1315 ნახვა

ეკონომიკა
დავითაშვილი - მთის კურორტების გათოვლიანებისთვის თანხა იტალიური საპროექტო ორგანიზაციის მიერ იქნა განსაზღვრული

მთის კურორტების ხელოვნური გათოვლიანებისთვის ამ ეტაპზე ფასთა მოკვლევის პროცესი მიმდინარეობს, მასში ჩართულია იტალიური საპროექტო ორგანიზაცია, რომელიც მთის ტრასების სააგენტოს მიერ თავად საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის რეკომენდაციით არის შერჩეული, - განაცხადა დღეს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მედიის მიერ დასმული კითხვის პასუხად.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, მთის კურორტების გათოვლიანებისთვის თანხა, კერძოდ 140 მლნ ლარამდე სწორედ იტალიური საპროექტო ორგანიზაციის მიერ იქნა განსაზღვრული. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მას გავლილი აქვს ექსპერტიზა და ეს იყო პირველი საწყისი საკონკურსო ფასი. ამასთან, ის კატეგორიულად გამორიცხავს პროცესის პოლიტიზების შესაძლებლობას.

„ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს საუბარი ტენდერზე, ეს არის ფასთამოკვლევის პროცესი. რაც შეეხება პროცესის პოლიტიზებას, აბსოლუტურად წარმოუდგენელია - პროცესი მიდის, ჯერ არავის არავინ აურჩევია. მიდის შეფასება, რადგან იქ არის ძალიან ბევრი საკვალიფიკაციო მოთხოვნა, რომლის დაკმაყოფილების დამადასტურებელი დოკუმენტების შესწავლა უნდა მოხდეს და ეს პროცესი უნდა შედგეს. გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ იქნება მიღებული კანონმდებლობის შესაბამისად", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics