|
2022-05-16 03:43:05, 2801 ნახვა
საზოგადოება
პედიატრთან ონლაინ კონსულტაცია
პედიატრია მედიცინის უმნიშვნელოვანესი დარგია, რომელიც ნებისმიერი ასაკის ბავშვის დაავადებების პრევენციას, დიაგნოსტიკასა და მკურნალობას ისახავს მიზნად. ციფრული სამედიცინო პლატფორმა REDMED-ის გამოცდილ და ცნობილ პედიატრებთან ვიდეო/აუდიო კონსულტაცია ეფექტური მკურნალობის დაწყების საშუალებას გაძლევთ. ონლაინ კონსულტაციამდე უნდა შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი პედიატრი. REDMED-ის საიტზე ექიმების განათლების, კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციაა წარმოდგენილი. პროცესი სრულად გამჭვირვალეა და სასურველი სპეციალისტის შერჩევა, სხვა პაციენტების შეფასებებზე დაყრდნობით შეგიძლიათ. Საიტზე ექიმები ისეთი კრიტერიუმებით ფასდებიან, როგორიცაა: კომპეტენტურობა, პასუხისმგებლიანობა და პუნქტუალურობა. სამედიცინო მომსახურების მიღებისას, ნებისმიერი საკითხის კონფიდენციალურობა სრულად დაცულია. ექიმთან კონსულტაციამდე მოამზადეთ ბავშვის ჩივილების ჩამონათვალი, სიმპტომების აღწერა, გადატანილი დაავადებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ჩატარებულ მკურნალობასთან დაკავშირებული დეტალები, რაც დაავადების დიაგნოსტირების პროცესს გაამარტივებს. როდის უნდა მივმართოთ პედიატრს? მნიშვნელოვანია, რომ შემდეგი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, სპეციალისტს დროულად მიმართოთ: ● გულისრევის შეგრძნება; ● პირღებინება; ● ფაღარათი; ● გაძნელებული სუნთქვა; ● მომატებული ტემპერატურა; ● ლორწოვანი გარსის შეწითლება; ● შარდვასთან დაკავშირებული პრობლემები; ● აპათია; ● ტკივილები ნებისმიერ ანატომიურ უბანში; ● გამონაყარი; ● ხიხინი და ა.შ. ამასთან, აუცილებელია მიიღოთ ინფორმაცია აცრების, ადრეული ასაკისთვის დამახასიათებელი დაავადებების, სკრინინგული გასინჯვების და ა.შ. შესახებ. REDMED-ის პროფესიონალი ექიმები ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას დეტალურად შეისწავლიან და სახლიდან გაუსვლელად სწორი მკურნალობის დაწყების საშუალებას მოგცემენ. Პირველი კონსულტაციის შემდეგ, მომდევნო 1 კვირის განმავლობაში, განმეორებითი კონსულტაცია ექიმთან უფასოა. ასაკის მატებასთან ერთად, ერთად გარემო პირობებზე, კვებით მოთხოვნილებებსა და ინფექციებზე ბავშვის რეაქცია იცვლება, ამიტომ პროფესიონალი პედიატრის ჩართულობით, მკურნალობის სწორი მიდგომების გამოყენება აუცილებელია.
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)