2022-05-15 14:22:39, 1426 ნახვა
ომი უკრაინაში
„უკრაინისთვის მეტი იარაღი და სხვა დახმარება უკვე გზაშია“ - კულება ბლინკენს ბერლინში შეხვდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
მხარეებმა, სხვა საკითხებთან ერთად, ახალი იარაღის მიწოდებაზე შეთანხმდნენ.
"მეტი იარაღი და სხვა დახმარება უკვე უკრაინისკენ მიმავალ გზაზეა", - წერს კულება სოციალურ ქსელში.
უკრაინის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საუბარი შეეხო უკრაინული საკვების ექსპორტზე აფრიკასა და აზიაში.
„მადლობელი ვარ სახელმწიფო მდივნის ბლინკენისა და შეერთებული შტატების ლიდერობის ურყევი მხარდაჭერისთვის“, - დასძინა კულებამ.
ცნობისთვის, დმიტრო კულებას განცხადებით, პარტნიორები არ ელოდნენ გაჭიანურებულ ომს, მაგრამ მისი კურსი შეიძლებოდა განსხვავებული ყოფილიყო, თუ უკრაინას საჭირო იარაღი ექნებოდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,