2022-05-13 18:43:29, 1743 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულის ბრალდებით, პირველი რუსი სამხედროს სასამართლო პროცესი გაიმართა
უკრაინაში ომის დანაშაულებში ბრალდებული რუსი სამხედროს პირველი სასამართლო პროცესი გაიმართა: ვადიმ შიშიმარინს ბრალად სუმის რაიონში მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობა ედება.
რუს სამხედროს სახაზინო ადვოკატი იცავს. მას ბრალი მკვლელობასა და ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევში ედება.
" პროკურორი იაროსლავ უშჩაპივსკი ამბობს, რომ შიშიმარმა აღიარა დანაშაული, მოინანია და გამოძიებასთან თანამშრომლობდა,"- იტყობინება უკრაინული მედია
ვადიმ შიშიმარინი 21 წლისაა. ის მოსკოვის რეგიონის მე-4 სამმართველოში მსახურობდა სატანკო დივიზიის მეთაურის პოზიციაზე..
გამოძოების თანახმად, 28 თებერვალს მან სუმის რაიონის სოფელ ჩუპახივკას უიარაღო მცხოვრები მოკლა, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,