|
2022-05-12 18:56:27, 2243 ნახვა
მსოფლიო
ლიეტუვამ რუსეთიდან ელჩი გაიწვია და სანქტ-პეტერბურგში საკონსულოს ლიკვიდაცია მოახდინა
ლიეტუვამ ოფიციალურად გაიწვია ეიტვიდას ბაიარუნასი რუსეთში ელჩის პოსტიდან. გარდა ამისა, ქვეყანა თავის საკონსულოს პეტერბურგში დაახურვას აპირებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Delfi ავრცელებს. გამოცემის მიერ აღნიშნულია, რომ ელჩმა მოვალეობის შესრულება 1 ივნისიდან უნდა შეწყვიტოს. გარდა ამისა, მთავრობამ უკვე დაარეგისტრირა დადგენილება სანქტ-პეტერბურგში ლიტვის გენერალური საკონსულოს ლიკვიდაციის შესახებ, ის თავის კარებს 7 ივნისს დახურავს. შეგახსენებთ, რომ ლიეტუვამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ მანამდე განაცხადა. კერძოდ, ვილნიუსში რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ქვეყნის დატოვება დაევალა. ამავდროულად, ლიეტუვას ხელისუფლება აქტიურად უჭერს მხარს უკრაინას რუსეთთან ომში. პარლამენტმა რუსეთის ფედერაცია ტერორისტულ ქვეყანად და უკრაინელების გენოციდად აღიარა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)