|
2022-05-12 15:41:09, 1126 ნახვა
მსოფლიო
სტოლტენბერგი - თუ ფინეთი განაცხადის გაკეთებას გადაწყვეტს, ალიანსში გაწევრიანების პროცესი მშვიდი და სწრაფი იქნება
ფინეთს ნატო-ში თბილად მიესალმებიან, გაწევრიანების პროცესი მშვიდი და სწრაფი იქნება - აცხადებს ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი. სტოლტენბერგი თვლის, რომ ფინეთის ნატო-ში გაწევრიანება ორივე მხარის უსაფრთხოებას გააძლიერებს. „მივესალმები პრეზიდენტ ნიინისტოსა და პრემიერ მინისტრ მარინის ერთობლივ განცხადებას, რომელიც მხარს უჭერს ნატოში გაწევრიანებას დაუყოვნებლად. ეს არის ფინეთის სუვერენული გადაწყვეტილება, რომელსაც ნატო სრულად პატივს სცემს. თუ ფინეთი გადაწყვეტს განაცხადის მიღებას, მას თბილად მიესალმებიან ნატოში და გაწევრიანების პროცესი იქნება მშვიდი და სწრაფი. ფინეთი ნატო-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია, ევროკავშირის წევრი და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი“, - განაცხადა მან. ევროპელი დიპლომატები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ფინეთი სწრაფად შეუერთდეს ალიანსს მოლაპარაკებების დაწყებისთანავე, რადგან ის ათწლეულების განმავლობაში ყიდულობს სამხედრო ტექნიკას, რომელიც მის დასავლელ მოკავშირეებთან , მათ შორის აშშ-სთან თავსებადია და წევრობისთვის საჭირო მრავალ რიტერიუმს აკმაყოფილებს. ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებას ექნება როგორც პრაქტიკული, ისე სიმბოლური შედეგები რუსეთისთვის და დასავლური ალიანსისთვის. შეგახსენებთ, რომ ფინეთმა ნატო-ში გაწევრიანების სურვილი დღეს გამოთქვა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)