|
2022-05-12 14:27:00, 1024 ნახვა
მსოფლიო
იაპონიამ რუსული Sberbank-ისა და Alfa-Bank-ის აქტივები გაყინა
იაპონიის მთავრობამ უმსხვილესი რუსული ბანკების Sberbank-ისა და Alfa-Bank-ის აქტივები გაყინა.ამის შესახებ Kyodo News წერს. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, იაპონიამ 2021 წელს რუსეთში 470 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.ინვესტიციების აკრძალვა სავარაუდოდ გავლენას მოახდენს ახალ ბიზნესებზე რუსეთში, მისი გავლენა იაპონურ კომპანიებზე ასევე გარდაუვალია. "ასეთი ნაბიჯი იაპონურ კომპანიებს გადახდების ალტერნატიული გზების მოძიებას აიძულებს.გარდა ამისა, ტოკიო იაპონელ ფიზიკურ პირებს და კომპანიებს რუსეთში ახალი ინვესტიციების განხორციელებას უკრძალავს, იმ შემთხვევაში თუ მოგება ათ პროცენტზე მეტს შეადგენს,"- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. რუსეთში მოქმედი იაპონური კომპანიები ლოჯისტიკის შეფერხების გამო, მძიმე ვითარების წინაშე დგანან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)